საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან

2023 წლის 8 დეკემბერს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორსა და  პროექტების მენეჯერს შეხვდნენ.

 

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ შეხვედრის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებს გააცნო ფაკულტეტის საქმიანობა და დაგეგმილი ღონისძიებები. ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას.

 

ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებმა - სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა მარსელ როთიგმა და ამავე ოფისის პროექტების მენეჯერმა სალომე ალანიამ ისაუბრეს ფონდის საქმიანობის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.

 

შეხვედრაზე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ირინე ქურდაძე, პროფესორი პაატა ტურავა, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ექსპერტი ლილი შატბერაშვილი, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი სამართლის დოქტორანტი ირაკლი ლეონიძე, დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ცაგარელი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თსუ-ის ერთობლივი სასწავლო პროგრამის (DESK) ტუტორი ანდრეა ვაისი.

თარიღი: 08/12/2023